პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კონსტიტუციურ წარდგინებას საკონსტიტუციო სასამართლო 3 ოქტომბერს განიხილავს

25 სექტემბერი 2023, 12:00 520 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე ზეპირი მოსმენით სარჩელის არსებითი განხილვა 3 ოქტომბერს 12 საათზე დაიწყება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია. სარჩელის ავტორი პარლამენტის 80 დეპუტატია, მათ შორის „ქართული ოცნების“ წევრები ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მამუკა მდინარაძე.

დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.

„ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის წინააღდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი პირველ სექტემბერს შეიტანა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში