„ბაკურიანი 2025"-ის - ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველი საჯარო ღონისძიება გაიმართა. მიზანი ოლიმპიური ფესტივალის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ქვეყანაში ოლიმპიზმის განვითარებაა.
შეხვედრაზე საორგანიზაციო კომიტეტმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საკოორდინაციო კომისიის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს კომიტეტის დაარსებიდან დღემდე გაწეული სამუშაოების ანგარიში და სამომავლო გეგმები გააცნო.
საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს 2025 წლის თებერვალში უმასპინძლებს.