თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თომას მიულმანს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს.
ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით აჭარაში არაერთი პროექტი განხორციელდა, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეგიონის ეკონომიკური გაძლიერების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, სოფლისა და სატყეო მეურნეობის განვითარების საკითხებში.
ქვეყნებს შორის აქტიურია თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის მიმართულებით.