ამ დრომდე სალომე ზურაბიშვილს არ მოუწერია ხელი ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებას, რომელიც მას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ორი დღის წინ გადაუგზავნა. ოპოზიციისთვის პრეზიდენტის ეს დამოკიდებულება გაუგებარია.
მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ მსგავსი ქმედებით სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ განწყობას ხელს უწყობს.
მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ფარცხალაძე გამოკითხვაზეც იმყოფებოდა.