ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი

21 სექტემბერი 2023, 19:47 627 ნახვა

ეროვნული ბანკში მიმდინარე პროცესებსა და ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით, პრეზიდენტი საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა- თუმცა ამ დრომდე არაფერი უთქვამს ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე მომზადებულ დასკვნას  ხელი მოაწერა თუ არა.  ყოფილი მთავარი პროკურორისთვის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი სხვა ქვეყნის, კერძოდ კი, რუსეთის მოქალაქეობის მიღება ხდება. ოპოზიცია თვლის, რომ სააგენტოს ანალოგიური გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ უნდა მიეღო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია და განცხადება ხელმოსაწერად პრეზიდენტს გუშინ საღამოს გადაუგზავნა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი