ჩხუბი პარლამენტში

20 სექტემბერი 2023, 15:08 508 ნახვა

ჩხუბი, დაპირისპირება და პროტესტის ტალღა პარლამენტში. დეპუტატებს შორის სხდომათა დარბაზში დაწყებული სიტყვიერი კამათი, მალევე დერეფანში ხელჩართულ შეხლაშემოხლაში გადაიზარდა.  ყველაფერი კი ასე დაიწყო.   

ოპოზიციამ სხდომის გახსნისთანავე სებ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა. ამას კი მოჰყვა ურთიერთბრალდებები, ისმოდა შეძახილები ,,მოღალატეებო“.

ერთმანეთს ეძახეს ,,რუსეთის აგენტები“. სხდომათა დარბაზი კი, სადაც თეა წულუკიანის ანგარიში უნდა მოესმინათ, ჯერ გიორგი ვაშაძეს დაატოვებინეს, სოლიდარობის ნიშნად კი მას მალევე გაჰყვა   ოპოზიციის ნაწილი. 

დაპირისპირების მეორე ლოკაცია პარლამენტის დერეფანი გახდა, სადაც ხელისუფლების ოპონენტები ''ქართული ოცნების'' ლიდერებს ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს დაუპირისპირდნენ, რომლებიც კობახიძემ დაადანაშაულა ჯაშუშობაში და მათი პოლიტიკური გეგმა-სურვილიც დაანონსა, რომ ოპოზიციის ნაწილს მხოლოდ ერთი სურვილი აქვს - საქართველო აქციონ უკრაინად.  

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში