საკონსტიტუციო   ცვლილებები

02 მარტი 2017, 00:00 2106 ნახვა

მიუხედავად იმისა, რა სისტემაზე შეთანხმდება საკონსტიტუციო კომისია, მმართველი გუნდი თანახმაა შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი არჩევის წესით ჩატარდეს. საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის წესია სწორედ განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა.  პარლამენტის  თავმჯდომარე ამბობს, რომ  ,,მათი ამოცანაა კონსტიტუციით უზრუნველვონ პრეზიდენტის, როგორც ძლიერი არბიტრის ჩამოყალიბება და პრეზიდენტი ჩამოაყალიბონ არა როგორც პოლიტიკური ფიგურა, არამედ საზოგადო ფიგურა, საზოგადო დატვირთვით, როგორც ეს არის საპარლამენტო ტიპის რესპუბლიკებში“. ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამავე შეხვედრაზე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებისა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე მსჯელობენ.  მმართველი გუნდი ვერ აკონკრეტებს, როდის შეიძლება ამოქმედდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა და რომელი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს ახალი სისტემით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი