ვითარება უკიდურესად დაძაბულია მთიან ყარაბაღში. აზერბაიჯანმა ანტიტერორისტული ზომების მიღება გამოაცხადა. სტეფანაკერტში აფეთქებების ხმა ისმის. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ბაქომ სომხეთისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, აღდამის რეგიონთან, სადაც რუსული სამშვიდობო კონტინგენტია დროებით განლაგებული, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე ახორციელებენ ინტენსიურ იერიშს სხვადასხვა ტიპის იარაღიდან. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, მთიან ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა განლაგებული არ არის.