თბილისში შსს-ს თანამშრომელმა ცოლი და სიდედრი მოკლა

19 სექტემბერი 2023, 10:13 463 ნახვა

გვიან ღამით დედაქალაქში მკვლელობა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დოლიძის ქუჩაზე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი მეუღლე და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.

თავდამსხმელი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა კი  მძიმეა. თავდამსხმელი შსს-ს მოქმედი თანამშრომელია.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი