ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის გასტროლი

18 სექტემბერი 2023, 14:08 1027 ნახვა

პირველად თეატრის ისტორიაში ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი მსოფლიოს თოჯინების თეატრების ყველაზე მასშტაბურ ფესტივალში მონაწილეობს, რომელზეც  წარდგენილია ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი ,,საიდანაც მზე მოდიოდა” საფესტივალო 4 ჩვენებიდან ერთი უკვე ჩატარდა. გუშინ  შარლევილში, პლაც დუკალეს მოედანზე მაყურებელმა დასი ბისზე ორჯერ გამოიყვანა.

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, შარლევილის ფესტივალის ცენტრალურ მოედანზე - პლაც დუკალეს სცენაზე კიდევ ორ ჩვენებას დღეს და ხვალ  გამართავს.

ფესტივალზე მსოფლიო მნიშვნელობის არტისტები, მეთოჯინეები და ორგანიზატორები ცვლიან არსებულ შესაძლებლობებს და შარლევილის ფესტივალზე მყარდება სამომავლო თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი კონტაქტები.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში