ნიუ-იორკში ეკოაქტივისტების აქცია გაიმართა

18 სექტემბერი 2023, 11:03 418 ნახვა

ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის დაწყებამდე ათობით ათასმა ადამიანმა დაიწყო ეგრეთწოდებული "კლიმატის დაცვის კვირეული". ისინი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებდნენ შეწყვიტონ წიაღისეული საწვავის გამოყენება.

ბაიდენ დაასრულე წიაღისეული საწვავის გამოყენება“, „წიაღისეული საწვავი კლავს“ და „გამოაცხადეთ კლიმატის საგანგებო მდგომარეობა“ - ამ წარწერებით ბანერებით მომიტინგეები მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებდნენ, რომ დაიცვან პლანეტა ნავთობისა და გაზის გამოყენებისგან, რომელიც გლობალური დათბობის მიზეზია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში