თურქეთის შეთავაზება რუსეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს 

17 სექტემბერი 2023, 11:44 588 ნახვა

მთიანი ყარაბაღის საკითხზე თურქეთი რუსეთს, აზერბაიჯანს და სომხეთის რესპუბლიკას ოთხმხრივი შეხვედრის გამართვას  სთავაზობს. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ჯერჯერობით ამ შეთავაზებაზე არც ნეგატიური და არც პოზიტიური პასუხი თურქულ მხარეს არ მიუღია.

„ჩვენს პრიორიტეტებშია მოლაპარაკებების ჩატარება სამმხრივ ფორმატში, მაგრამ ჩვენ ასევე ოთხმხრივ ფორმატში შეხვედრაც შევთავაზეთ. ეს წინადადება მხარეებს გადავეცით. ანუ, შეხვედრაზე ვიქნები მე, პუტინი, ილჰამ ალიევი და ფაშინიანი'' - განაცხადა ერდოღანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოთხმხრივი შეხვედრის ინიციატივის მიზანი ის არის, რომ მოლაპარაკებები პრობლემასთან დაკავშირებული ქვეყნების ლიდერებმა ჩაატარონ და არა ყარაბაღის თემასთან არადაკავშირებულმა მხარეებმა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი