ახალ ბულვარში, ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე „ახალგაზრდული ფესტივალი“ გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შემეცნებითი და გასართობი, ასევე, საგამოფენო სივრცეები.
ახალგაზრდა ხელოვანებს, მეწარმეებისა და სტარტაპერების პროდუქცის გამოფენის და ადგილზე რეალიზაციის შესაძლებლობა ჰქონდათ.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            