თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა დაგმო რესპუბლიკელთა გეგმები დემოკრატიული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის წინააღმდეგ იმპიჩმენტის გამოძიების დაწყების შესახებ და მათ ძალისხმევას უსაფუძვლო უწოდა.
ჟან-პიერის თქმით, რესპუბლიკელებმა ბაიდენის წინააღმდეგ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს, როცა ისინი იძიებენ მისი შვილის ჰანტერ ბაიდენის საქმიან ურთიერთობებს.
რესპუბლიკელებს გამოძიებით სურთ იმის დადგება, მიიღო თუ არა რაიმე სარგებელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შვილის ჰანტერ ბაიდენის საგარეო ბიზნეს გარიგებებიდან.