ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 114-ე შეხვედრა დაიწყო.
მონაწილეები გამყოფ ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ, ქართული მხარე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებას მკაცრად მოითხოვს. ამ დრომდე ცხინვალში საქართველოს 4 მოქალაქე რჩება. მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელებენ.
სუს-ისვე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ბორდერიზაციის ფაქტები დადასტურდა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, რაც მათი ინფორმაცით, უკავშირდება ე.წ -ლი ხანძარსწინააღმდეგო ხნულების გავლებას.