პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით განაცხადი საკონსტიტუციო სასამართლოშია

12 სექტემბერი 2023, 12:38 590 ნახვა

1 სექტემბერს  დაწყებული პროცესი სისრულეში მოყვანილია. ირაკლი კობახიძის ავტორობით  საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილია, რომელიც  სასამართლოში ცოტა ხნის წინ უმრავლესობის წარმომადგენელმა დატოვა. 

ახლა ჯერი სასამართლოზეა, რომელმაც უნდა დაადგინოს დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა უზენაესი კანონი, რასაც მას მმართველი გუნდი ედავება.

დასკვნის დასადებად პლენუმს 1 თვე აქვს, თუმცა რა ვადას გამოიყენებს სასამართლო ვერდიქტის გამოსატანად, ჯერ უცნობია. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი