მობილურ ოპერატორებს კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან საქართველოს მიერთების მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო.
კვლევა შესაბამისი სამართლებრივი თუ ეკონომიკური საფუძვლების მომზადებას, როუმინგული ტარიფების შემცირებას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის განხორციელებულ საერთაშორისო ზარებზე როგორც საბითუმო, ისე საცალო ტარიფების შემცირებას ემსახურება.