პარტია ''ლელო'' საქართველოსთვის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტის საკითხზე ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს.
''ლელოს'' ლიდერის განცხადებით, როცა ქვეყანა ელოდება კანდიდატის სტატუსს მნიშვნელოვანია ოპოზიციას ჰქონდეს რეაგირება კორუფციაზე.
წინასწარი შეფასებით, ოპოზიციის ნაწილი არ იზიარებს ''ლელოს'' ინიციატივას და იმპიჩმენტის საკითხს მხარს არ უჭერენ. მათი განცხადებით, როგორც პრეზიდენტის, ასევე პრემიერის იმპიჩმენტის საკითხი აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.
''ქართულ ოცნებაში'' აცხადებენ, რომ ამ აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია დეკლარაციაში იქნება ასახული.