ფიგურირებს თუ არა ჩანაწერებში სოსო ოხანაშვილი?

01 მარტი 2017, 00:00 2127 ნახვა

ვინ ფიგურირებს პროკურატურის მტკიცებულებაში, აუდიო და ვიდეო ჩანაწერებში - პროკურატურა დეტალებს არ ასაჯაროვებს. უწყებაში არც იმას ამბობენ, დაიკითხება თუ არა პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი განმეორებით. თავად ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ ჩანაწერში თავადაც იყოს. სოსო ოხანაშვილმა  გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას გაიხსენა ციანიდის საქმის მოწმესთან, ირაკლი მამალაძესთან შეხვედრა. იგი ამბობს, რომ მამალაძეს მხოლოდ ერთხელ შეხვდა, თუმცა მისივე მტკიცებით, საუბრის შინაარსი არ ახსოვს. "ძირითადი საუბარი, რაც შეიძლება მას ჩაეწერა, ის იქნებოდა რომ ვიღაც ვიღაცებს ვაყენებ სიტყვიერ შეურაცხყოფას" - ამბობს ოხანაშვილი. პროკურატურის მთავარი მოწმე მთავართან  სატელეფონო საუბარში არ საუბრობს დეტალებზე, ის არც ადასტურებს და არც უარყოფს არის თუ არა ოხანაშვილი ჩანაწერებში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი