როგორ უნდა მოხდეს ე.წ. დეპოლარიზაცია, როცა ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ბუნებრივ კატასტროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს - კობახიძე

05 სექტემბერი 2023, 12:51 648 ნახვა

ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მისი მედიასაშუალებები დღემდე თავს ესხმიან არა მხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ ჩვენს გმირ მაშველებსაც კი. რა თქმა უნდა ოპოზიციის ამგვარი დამოკიდებულების პირობებში დეპოლარიზაციას განხორციელება არ უწერია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ევროკავშირის ერთ-ერთი, რიგით პირველი მოთხოვნა არის დეპოლარიზაცია. ამ ფონზე ვნახეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ტრაგედიებსაც კი პოლარიზაციის გაღვივებისთვის იყენებენ. გაუგებარია, როგორ უნდა განხორციელდეს საქართველოში ე.წ. დეპოლარიზაცია, როდესაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახერხებს და ბუნებრივ კატასტროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს. ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მისი მედიასაშუალებები დღემდე თავს ესხმიან არა მხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ ჩვენს გმირ მაშველებსაც კი. რა თქმა უნდა ოპოზიციის ამგვარი დამოკიდებულების პირობებში დეპოლარიზაციას განხორციელება არ უწერია“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, ქართული საზოგადოება არის ტრადიციული ევროპული ღირებულებების მატარებელი საზოგადოება და საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას ევროპულ მოვლენად ვერაფრით მიყიდიან.

„მოკლედ შევეხები იმპიჩმენტის თემას. მოგეხსენებათ, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ცდილობს ნებისმიერი მოვლენა სარკისებურად წარმოაჩინოს. ყველას გახსოვთ, როგორ ატყუებდნენ ისინი მოსახლეობას და ამერიკულ კანონს რუსულ კანონს უწოდებდნენ. ახლა ისინი ცდილობენ, საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა ევროპულ მოვლენად წარმოაჩინონ. ქართული საზოგადოება არის ტრადიციული ევროპული ღირებულებების მატარებელი საზოგადოება და მერწმუნეთ, საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას ევროპულ მოვლენად ვერაფრით მიყიდით. როდესაც „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, კონსტიტუციაზე ძალადობა მისი ხელწერის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი იყო. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გახარია, ჯაფარიძე, და სხვები დღეს ოპოზიციის რიგებიდან ამ ხელწერით მოქმედებენ. ქართულმა საზოგადოებამ ეს კარგად იცის და მერწმუნეთ, კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში ხალხი აღარასდროს დაგაბრუნებთ“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი