რომაული ფესტივალი გონიოს ციხეზე. ციხის ტერიტორიაზე გაცოცხლებული იქნება I-III საუკუნეების რომაელი ჯარისკაცების ყოველდღიური ცხოვრება. ღონისძიება 2 დღე გაგრძელდება და საკმაოდ დატვირთული იქნება.
ფესტივალზე მისულ სტუმრებს რომაული საბრძოლო შეიარაღება, ბარბაროსების სამხედრო ბანაკი და გაცოცხლებული ანტიკური ფრესკები დახვდებათ.
გაიმართება რომაული ცეკვები, გლადიატორთა ორთაბრძოლა, ასევე ჩატარდება ქორეოგრაფიული სპექტაკლი: „ლეგენდა არგონავტებზე".
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.