რას ფიქრობს თავად პრეზიდენტი ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე. რას იტყვის იმ გუნდის პოლიტიკურ რეაქციაზე, რომლის მხარდაჭერითაც იგი პრეზიდენტად დასახელდა.
პრეზიდენტი ამ დრომდე დუმს. ბრიფინგიდან რამდენიმე წუთში სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე მხოლოდ გაღიმებული ფოტო გამოაქვეყნა. ის ისევ აგრძელებს იმ შეხვედრებს, რის გამოც ახლა მისივე იმპიჩმენტის პროცედურები უნდა დაიწყოს.
სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.