უკრაინელ პოლიციელს, რომელმაც ჯუმბერ სილაგავა სასიკვდილოდ დაჭრა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობა შეუფარდა

01 სექტემბერი 2023, 11:07 988 ნახვა

დნიპროში 29 აგვისტოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც სამართალდამცველმა მოქალაქე ჯუმბერ სილაგავა სასიკვდილოდ დაჭრა, სასამართლომ პატრულის თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

მათივე ცნობით, დაცვის მხარე განზრახ მკვლელობის ეჭვს უსაფუძვლოდ მიიჩნევს, ისევე, როგორც - დაკავებას.

მედიის ცნობით, ადვოკატი აცხადებს, რომ პატრულს საავადმყოფოში მკურნალობა ესაჭიროება, რადგან მას მძიმე დაზიანებები აღენიშნება. თავად პატრულის თანამშრომელი სხდომას ვიდეოზარით შეუერთდა და განაცხადა, რომ ბრალს არ აღიარებს.

არსებული ინფორმაციით, 29 აგვისტოს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დნიპროში მოძრაობის წესების დარღვევისთვის მანქანა გააჩერა. გავრცელებული ცნობით, მძღოლი და მგზავრი სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემოჩილნენ. მანქანის მძღოლმა, უკრაინის მოქალაქე ჯუმბერ სილაგავამ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ მის წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. ფიზიკური დაპირისპირების დროს პოლიციელმა ტაბელური იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც სილაგავა სასიკვდლოდ დაიჭრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი