მთავრობის უარი პრეზიდენტის ევროპულ ტურნეს - პოლიტიკური შეფასებები 

31 აგვისტო 2023, 15:05 580 ნახვა

სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს - ამბობენ ''ქართულ ოცნებაში'' და პრეზიდენტის პოლიტიკური ურჩობის რეაგირების გარეშე დატოვებას არ აპირებენ.

ამასთან აცხადებენ, რომ პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკაში მონაწილეობა და ჩართულობა, მხოლოდ მთავრობასთან სავალდებულო შეთანხმებით შეუძლია. ის, რომ  მთავრობამ სალომე ზურაბიშვილი ევროპულ ტურნეზე უარი უთხრა ოპოზიციისთვის რუსული ნარატივია და მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.   

გაგახსენებთ ქვეყნის მთავარსარდალი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გეგმავს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად, რაზეც მას უარი უთხრეს და წერილობით განმარტებაში ჩაუწერეს კონკრეტული ქვეყნები, სადაც ვიზიტები ეკრძალებოდა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი