კიევში მტრის სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა - უკრაინული მედია

30 აგვისტო 2023, 09:53 726 ნახვა

გასული დღის განმავლობაში მტერმა 5 სარაკეტო და 60 საჰაერო დარტყმა განახორციელა - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსული ტერაქტების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები. განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

გამთენიისას უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, სარაკეტო და დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში მტრის სარაკეტო იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით რუსებმა ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში