„ღამის სერენადებმა“ თბილისში გადაინაცვლა 

26 აგვისტო 2023, 11:44 739 ნახვა

მე-15 საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ - მესამე კონცერტი დასრულდა. მსოფლიოში ცნობილი მევიოლინისა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული ფესტივალი ბათუმის დრამატულ თეატრში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ფესტივალის სამხატვრო  ხელმძღვანელის გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსის გიორგი ისაკაძის თქმით, სულ დაგეგმილია ექვსი კონცერტი. ფესტივალი წელს პირველად გაიხსნა ბორჯომში, შემდეგი ქალაქი იყო ბათუმი, ხოლო მომდევნო სამი კონცერტი დედაქალაქში იქნება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი