“ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” 2023 წლის პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი დამატებით 11-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა.
საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა.
სამინისტრო “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს, დღემდე პროგრამის ფარგლებში შეძენილია 667 საცხოვრებელი ფართი.
მიმდინარე წელს სამინისტრომ თანადაფინანსების წილი 40 000 ლარამდე გაზარდა. წლის ბოლომდე პროგრამით 100 ოჯახი ისარგებლებს.