კელი დეგნანმა საქართველოში დიპლომატიური მისია ოფიციალურად დაასრულა. ქართველ ხალხს სურს, გახდეს ევროკავშირის, ნატო-ს წევრი, ამერიკის შეერთებულ შტატებს კი ნამდვილად დიდ პატივად მიაჩნია და ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე, – ამის შესახებ ელჩმა, დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან უაღრესად შთამბეჭდავი პროგრესი იხილა. კელი დეგნანმა ასევე ისაუბრა ელექტრონულ არჩევნებზე, ამერიკა- საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით, მისი ელჩობის პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე