ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი, რომელშიც რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა მიწა-ჰაერი კლასის რაკეტამ ჩამოაგდო - ამის შესახებ განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა პატრიკ რაიდერმა.
ამით აშშ-ს საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვა, გუშინ სააგენტო როიტერის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შეერთებული შტატები პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების შესახებ არაერთ თეორიას განიხილავს. ერთ-ერთი ვერსიით, თვითმფრინავს მიწა-ჰაერი კლასის რაკეტა ესროლეს.
ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც სააგენტოსთან ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ინფორმაცია ჯერ კიდევ წინასწარია, განხილვის პროცესშია და შეფასების შეცვლა გამორიცხული არ არის.