„ღამის სერენადები“ 

24 აგვისტო 2023, 14:18 454 ნახვა

„ღამის სერენადების“ საიუბილეო, მეთხუთმეტე  საერთაშორისო  ფესტივალი ბათუმში  დღეს და ხვალ გაიმართება. კონცერტებში  მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები მონაწილეობენ. მოწვეული კლასიკოსი მუსიკოსები  პარალელურად მასტერკლასებსაც გამართავენ.

მაყურებლის წინაშე სოპრანო ეილინკა ვუნში,ტენორი რიკარდო მარინელო,მევიოლინე ჰეიონ პარკი, პიანისტი  თამარ ლიჩელი წარსდგებიან, ფესტივალის საბაზო ორკესტრია ‘საქართველოს ვირტუოზები“. ღამის სერენადები  ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე  საერთაშორისო ფესტივალია  საქართველოში, რომელიც  უკვე 41 წელს ითვლის. მისი შექმნის იდეა ლიანა ისაკაძეს ეკუთვნის, რომელმაც ფესტივალი აფხაზეთში დააფუძნა, 1991 წლიდან ფესტივალმა ფუნქციონირება შეწყვიტა, 2002 წლიდან კი ბორჯომში „ხელოვნების  ზეიმის“ სახელით ტარდებოდა. ღამის სერენადების სახელით   ფესტივალი 2009 წლიდან ბათუმში აღდგა.

წელს პირველად  კონცერტები სამ ქალაქს მოიცავს, გახსნა ბორჯომში გაიმართა, კონცერტები  ბათუმში გრძელდება დასკვნითი ნაწილი კი  თბილისში უნდა გაიმართოს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში