კასპში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

23 აგვისტო 2023, 20:12 757 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 22 აგვისტოს, სოფელ ქვემო ხანდაკში, ბრალდებულმა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, საცხოვრებელი სახლის ეზოში, მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი