საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას დღეს ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი რომელიც ორდღიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოდის.
რეგიონული ვიზიტი დღეიდან იწყება და პირველი ვინც ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრს უმასპინძლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია.
ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვდება პრეზიდენტიც. დაგეგმილია აუდიენცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთანაც.