ლუკა ასათიანის ქუჩაზე მეზობლებს შორის დაპირისპირებას სროლა მოჰყვა,დაჭრილია 3 ადამიანი.
დაშავებულები რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მედიკოსების ინფორმაციით, ისინი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფებიან, სადაც მკურნალობა და მონიტორინგი უტარდებათ.
მეზობლების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეც და დაშავებულებიც ამავე ქუჩის მცხოვრებლები არიან. ერთ-ერთი მათგანი ავტოსახელოსნოში მუშაობდა, დაჭრის ფაქტი სწორედ სახელოსნოს ეზოში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 ადამიანის დაჭრის ფაქტს ადასტურებს, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, თუმცა რა მუხლით დაკვალიფიცირდა საქმე და აიყვანეს თუ არა სავარაუდო დამნაშავე ჯერჯერობით უცნობია.