გავრცელებული ინფორმაციით დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორს, თეა გოდოლაძეს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაში ბრალი წარუდგინა.
ამჟამად გოდოლაძეს 2 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ხოლო საქმე სასამართლოში განიხილება.
გოდოლაძემ ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა და განაცხადა, რომ თავადაა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და ბრალი შეთხზულია. იგი ამ საკითხთან დაკავშირებით ადვოკატებთან კონსულტაციას გადის და სწორედ ამის შემდეგ გეგმავს განცხადების გაკეთებას.