„ვიზიტი“ - სპექტაკლის პრემიერა შედგა 

21 აგვისტო 2023, 11:50 769 ნახვა

ყოფიერების საზრისი, სიკვდილისა და სიცოცხლის ურთიერთმიმართების საკითხი, გადარჩენის, ხსნის იდეა, მორალი, საკუთარი ადგილისა და ფუნქციის ძიების დაუოკებელი სურვილი - სწორედ ამ საკითხებზე დააფიქრა სპექტაკლმა მაყურებელი, რომელიც ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ნახეს.    

საპრემიერო ჩვენება დღესაც გაგრძელდება და ხვალ დასრულდება.   

„ვიზიტი“ - ასე ჰქვია სპექტალს, რომლის მეშვეობითაც მსახიობი ტიტე კომახიძე მაყურებელმა, რეჟისორის ამპლუაში გაიცნო.

პიესის ავტორი გუგა მგელაძეა. სპექტაკლში 3 მსახიობი მონაწილეობს.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში