საქართველოს პოპულარიზაცია ინგლისურენოვან ჟურნალში

17 აგვისტო 2023, 20:01 1539 ნახვა

საქართველოს პოპულარიზაცია, ტურიზმის და ბიზნესის განვითარება, ქალების გაძლიერება და ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა- ეს ის ძირითადი მიზნებია, რისთვისაც ინგლისურენოვანი ჟურნალი გლამური, გამოიცა. იგი ამიერიდან თვეში ერთხელ გამოვა და უფასოდ გავრცელდება. პირველი ნომრის პრეზენტაცია ბათუმში გაიმართა. ჟურნალი განთავსდება საქართველოში ყველა მაღალი კლასის სასტუმროში, რესტორანსა და სილამაზის სალონში. ასევე უცხოელი ტურისტები მას ნახავენ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ჟურნალის რედაქტორის თქმით, საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და უცხოურ ბაზარზე, ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებების პოპულარიზაცია ერთ ერთი მთავარი მიზანია.დღეს ჟურნალის პრეზენტაციის ფარგლებში ორი ქართველი დიზაინერის საზღვაო თემატიკაზე შექმნილი სამოსის პრეზენტაციაც გაიმართა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი