უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 30-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

16 აგვისტო 2023, 09:59 435 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 30-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთო ჯამში, გასული დღის განმავლობაში, მტერმა განხორციელდა 42 სარაკეტო და 56 საჰაერო დარტყმა, განხორციელდა 36 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებებზე.

გენშტაბში განმარტავენ, რომ რუსეთის ტერორისტული თავდასხმების შედეგად, არიან დაღუპულები და დაჭრილები მშვიდობიანი მოსახლეობაში, მათ შორის ბავშვები. განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

"სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებით მტერმა საჰაერო დარტყმები დაიწყო სუმის რეგიონის ატინსკის, იასტრებინოესა და პავლოვკას მიდამოებში. 

ბახმუტის მიმართულებით მტერმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ვასიუკოვკას, კლეშჩეევკას, ანდრეევკასა და ჩრდილოეთ დონეცკის რეგიონში. 15-ზე მეტი დასახლება დაზარალდა მტრის საარტილერიო დაბომბვის შედეგად", - აცხადებენ გენშტაბში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში