ღამის განმავლობაში უკრაინის უმეტეს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში ისმოდა. ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალების ცნობით, საოკუპაციო ძალებმა კასპიის ზღვის რაიონიდან უკრაინის მიმართულებით ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს.
რუსული რაკეტები დნეპრში საწარმოს მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ვრცელდება ცნობა დაშავებულების შესახებ. აფეთქების ხმა ისმოდა ლვოვშიც.
არსებული ინფორმაციით, რუსები საცხოვრებელ სახლებს დაესხნენ თავს.
ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ბევრი რაკეტა ჩამოაგდეს. დაზიანებულია კერძო სახლები და სხვა ნაგებობები. ასევე, ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებზე ხანძარი გაჩნდა.