ავარია თბილისში

14 აგვისტო 2023, 19:44 805 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში -  ჰუალინგთან მსუბუქი ავტომობილი დაიწვა და ადგილზე დაიღუპა მძღოლი. გავრცელებული  ინფორმაციით, მან საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრაილერს, შემდეგ კი ბოძს შეეჯახა. ცეცხლის ლიკვიდაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა მოახდინეს. შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრული იყო წითელი ლენტით სადაც ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში