გიორგი მამალაძე მზადაა გამოძიებას ჩვენება მისცეს

26 თებერვალი 2017, 00:00 2206 ნახვა

დეკანოზი გიორგი მამალაძე სახალხო დამცველის სპეციალურმა წარმომადგენელმა მოინახულა. გუშინ კი მატროსოვის ციხეში ომბუდსმენის აპარატის რწმუნებული იმყოფებოდა. მათი განცხადებით დეკანოზის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და იგი მზად არის ჩვენების მისაცემად. დეკანოზის უსაფრთხოების დაცვაზე ადვოკატები რამდენიმე დღეა საუბრობენ. ბრალდებულის ინტერესების დამცველები უარყოფენ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს მათ ბრალდებულს ჩვენების მიცემა ხუთჯერ შესთავაზეს. ცნობილია რომ 10 თებერვალს დაკავებულ დეკანოზს ხვალ, 27 თებერვალს დაკითხავენ. იგი საქართველოს პატრიარქის საქართველოში დაბრუნებამდე დუმილის უფლებით სარგებლობდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი