გიორგი მამალაძე ხვალ დაიკითხება

26 თებერვალი 2017, 00:00 2703 ნახვა

დეკანოზი გიორგი მამალაძეს სახალხო დამცველის სპეციალური წარმომადგენელი მოინახულებს. გუშინ კი მატროსოვის ციხეში ომბუდსმენის აპარატის რწმუნებული იმყოფებოდა. მისი განცხადებით დეკანოზის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და იგი მზად არის ჩვენების მისაცემად. მისი უსაფრთხოების დაცვაზე ადვოკატები რამდენიმე დღეა საუბრობენ. ბრალდებულის ინტერესების დამცველები უარყოფენ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს მათ ბრალდებულს ჩვენების მიცემა ხუთჯერ შესთავაზეს. ცნობილია რომ 10 თებერვალს დაკავებულ დეკანოზს ხვალ, 27 თებერვალს დაკითხავენ.  იგი გასულ კვირამდე დუმილის უფლებით სარგებლობდა.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი