ბათუმის ნავსადგურში აქციაზე დაკავებულების სასამართლო

09 აგვისტო 2023, 17:51 1053 ნახვა

ბათუმის ნავსადგურში რუსეთიდან შემოსული გემის წინააღდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულთა ნაწილის მიმართ მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას 11 აგვისტოს გამოაცხადებს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლომ ილია ანთაძის, გენრი დოლიძის,ირაკლი მეტრეველის, თორნიკე კვერენჩხილაძის , გიორგი გველესიანისა და ბექა გრიგრიადისის მიმართ  არსებული ვიდეო  მტკიცებულებები გამოიკვლია და მხარეთა მოწმეებს მოუსმინა. ოქმის შემდგენი მხარე და ასევე მოწმე პოლიციელები სასამართლოზე აცხადებდნენ, რომ აქციის მონაწილეები არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, სამართალდამცავებს აყენებდნენ სიტყვიერ შუერაცყოფას და წინააღმდეგობას უწევდნენ  მათ. უკანონო დაკავებებზე საუბრობენ აქციის მონაწილეები და ერთ-ერთი სამართალდამცავს,რომელსაც  ძალადობაში ადანაშაულებენ, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძეა.მოწმემ, რომელიც ამავე აქციაზე იმყოფებოდა,  დაადასტურა რომ დაკავების დროს „დროას“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელზე სამართალდამცავებმა იძალადეს, ეს ფაქტი პოლიციელებმა  დღეს უარყვეს.სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებს სწავლობს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც. აქციაზე დაკავებულთა ნაწილის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ორგანიზაციის იურისტების შეფასებით, მოწმე პოლიციელების ჩვენებები იდენტურია და ვერც ვიდეომტკიცებულებებით დასტურდება აქციის მონაწილეების მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტები.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი