წყლის პრობლემა შანიძის ქუჩაზე

09 აგვისტო 2023, 11:43 710 ნახვა

აკაკი შანიძის ქუჩის 22 ნომერში არსებული მრავალსართულიანი სახლის მცხოვრებლები უწყლობას უჩივიან. როგორც ამბობენ, დღის განმავლობაში მაღალ სართულებს წყალი საერთოდ არ მიეწოდება.  წყალი  მეორე სართულამდე აღწევს, მათ ონკანებში კი მხოლოდ გვიან ღამით მოედინება, ისიც რამდენიმე საათით. ამბობენ, რომ ბათუმის წყალს არაერთხელ მიმართეს, მაგრამ პრობლემის მოგვარება წლების განმავლობაში ვერ ხერხდება. აკაკი შანიძის 22 ნომერში მცხოვრებლები   წლების განმავლობაში ჭის წლით სარგებლობდნენ, რომელიც მას შემდეგ გააუქმეს, რაც კორპუსებში ბათუმის წყალი შევიდა. კომპანიაში  სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ. მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლენ და გვითხრეს, რომ პრობლემის შესახებ იციან და მის მოგვარებაზე აქტიურად მუშაობენ. მათი თქმით, წყალი და წნევა აღნიშნულ კორპუსში ერთდროულად არსებული  ძველი და ახალი წყლის სისტემის, მილებში  გადადინების გამო იკარგება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი