ბუჩუკური ოხანაშვილის ნაცვლად?

25 თებერვალი 2017, 00:00 1962 ნახვა

პატრიარქის დაცვის უფროსის და დაცვის რამდენიმე წევრის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საპატრიარქოში არ ადასტურებენ. თუმცა პარალელურად მედიაში ვრცელდება ინფორმაცია რომ სოსო ოხანაშვილს ზურაბ ბუჩუკური ჩაანაცვლებს. ბუჩუკური წლებია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირად დაცვაში მუშაობს. ოხანაშვილმა ორი დღის წინ თქვა რომ იგი საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებდა, თუმცა მას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელსაც საპატრიარქოს დაცვა ექვემდებარება აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დაცვის ყველა თანამშრომელი სამინისტროს რიგებში რჩება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი