ტრაგედიის მესამე დღე შოვში

05 აგვისტო 2023, 10:00 721 ნახვა

ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა და დამატებითი ჯგუფები - შოვში სამძებრო სამუშაოები გაძლიერებული შემადგენლობით გრძელდება.რაჭაში სამაშველო ღონისძიებები მესამე დღეა მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში ჩართული არიან მეხანძრე-მაშველები, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალები. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,გუშინ შოვისკენ გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი, კოპიტნარის ბაზიდან კი ეროვნული გვარდიის 102-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა. დღესვე იგეგმება დაკარგულთა ოჯახის წევრების სტიქიის ზონაში შეყვანა. ჩვენი გადამღები ჯგუფი მუშაობს შოვში უკვე მესამე დღეა და ბოლო ინფორმაციით პირდაპირ ეთერში ირინე წუწუნავა გვიერთდება, ირინე გისმენთ რა ვითარებაა ახლა ადგილზე?

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი