გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დეპუტატები .ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით ახლა ნიშნის მოგებით საუბრის დრო არ არის თუმცა ხელისუფლებას მათივე განცხადებით საზოგადოების კითხვებზე პასუხების გაცემა აუცილებლად მოუწევს, მათ შორის - თუ რატომ არ ჰყავს ქვეყანას საკმარისი რაოდენობის ვერტმფრენი, იმისათვის რომ სტიქიური უბედურების ეპიცენტრიდან ადამიანები დროულად გამოეყვანა. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ახლა საკითხის პოლიტიზირება დანაშაულია.