ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა

03 აგვისტო 2023, 12:05 693 ნახვა

1 427 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა 2023 წლის მეორე კვარტალში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 90, ხოლო დაშავდა 1 850 მოქალაქე. სტატისტიკის თანახმად, 706 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობებით პირველ ადგილზე თბილისია. 

მეორეზე იმერეთი,  რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. რაც შეეხება რეგიონებს, ყველაზე მეტი 150  ავტო საგზაო შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. 

სამეგრელო-ზემო სვანეთი- 62, შიდა ქართლი- 64, ქვემო ქართლი -106, კახეთი-78, სამცხე-ჯავახეთი- 27, მცხეთა- 46, გურია- 21.

ავარიის გამომწვევ ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზებად დასახელებულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი