თბილისის იუსტიციის სახლში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება შევიდა

02 აგვისტო 2023, 16:47 773 ნახვა

თბილისის იუსტიციის სახლში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება შევიდა, რის საფუძველზეც ევაკუაცია გამოცხადდა, - ამის შესახებ იუსტიციის სახლის განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ინფორმაციით, მუშაობის შეფერხების გამო, მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია მობილური იუსტიციის სახლის მიკროავტობუსებიდან, ვარკეთილისა და გლდანის იუსტიციის სახლებიდან.

"გაცნობებთ, რომ თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესის შეფერხების გამო, მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია 17:00 საათიდან თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსებული მობილური იუსტიციის სახლის მიკროავტობუსებიდან.

მომსახურების მიღება, ასევე შესაძლებელია თბილისის ვარკეთილისა და გლდანის იუსტიციის სახლებიდან.

თბილისის იუსტიციის სახლში, ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, ევაკუაცია გამოცხადდა. აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვლებლივ გადაეცა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ-112-ს.

პროტოკოლის წესების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია შენობისგან განცალკევებულ უსაფრთხო ადგილას.

სამუშაო პროცესის აღდგენის შესახებ, დამატებით ინფორმაცია გამოქვეყნდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე“, - აღნიშნულია იუსტიციის სახლის განცხადებაში.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი