აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

02 აგვისტო 2023, 15:01 754 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება ნავსადგურში რუსეთიდან შემოსული გემის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო სხდომები.

11 აგვისტოს გამოცხადდება ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ გადაწყვეტილება, მან გუშინ დანაშაული აღიარა.  დაკავებულების ინტერესებს კერძო ადვოკატები და 3 არასამთავრობო ორგანიზაცია იცავს. გუშინ მთელი დღე დაეთმო მხოლოდ დაკავებულთა ნაწილის სასამართლო პროცესებს.

დღესაც გუშინდელის მსგავსად უფლებადამცველები სხდომის გადადებას მოითხოვენ საქმეში არსებული მასალების შესწავლის მიზნით. აქციის მონაწილეები ღიად ადანაშაულებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ძალის გადამეტებასა და ძალადობაში, ფაქტების შესწავლა დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.

აქციაზე სამართალდამცავებმა 24 პირი დააკავა, მათგან 2 უკრაინის მოქალაქეა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი