უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი დამტკიცდა

19 მაისი 2016, 00:00 4429 ნახვა

უმაღლესმა საბჭომ დღესვე 11 ხმით აჭარის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მიმდინარე წელთან შედარებით 110 ათასი ლარით ნაკლებია და 4 მილიონ 848 ათასი ლარს შეადგენს. ბიუჯეტის თავდაპირველ ვერსიაში გათვალისწინებული იყო ხელფასის 3400 ლარით გაზრდა,  რამაც ოპოციის კრიტიკა გამოიწვია, ამიტომ საფინანსო_საბიუჯეტო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ჩასწორებული პროექტი გამოიტანა. მომავალ წელს ფრაქციების რაოდეობის ხუთამდე შემცირება იგეგმება, დაფინანსება ფრაციების ამ რაოდენობის შესაბამისადაა გათვალისწინებული და შემცირებული.

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში